კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება:
სკოლა:ბაზალეთის საჯარო
კოლეგებთან სამუშაო
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი,გვარი:ოლია ბეკოშვილი
სამუშაო შეხვედრის
გეგმა
შეხვედრის თარიღი: |
შეხვედრის მიზანი |
შეხვედრის ძირითადი
საკითხები |
03.10.2022 |
სოციალური პროექტი და პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება. პროექტის გეგმის შედგენა. |
რა განსხვავებაა პროექტებით სწავლებასა და ჩვეულებრივ პროექტს შორის?რა
ძირითადი მახასიათებლებით გამოირჩევა პროექტებით სწავლება და ასევე ჩვეულებრივი პროექტი? |
შეხვედრის ორგანიზატორი მასწავლებლის რეფლექსია
მასწავლებლის სახელი და გვარი: ოლია
ბეკოშვილი
შეხვედრის თარიღი: 03.10.2022
შეხვედრის თემები: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და სოციალური პროექტის ანალიზი, პროექტის გეგმის შედგენა
შეხვედრის მიზანი: პროექტებზე დაფუძნებული სწავლების განხილვა, მისი დადებითი მხარეების შეცნობა და გაანალიზება. პროექტზე გეგმის დაწერა
შეხვედრების მსვლელობა და საკითხები. სამუშაო შეხვდრა შედგა თანამშრომლურ პირობებში . პროექტზე დაფუძნებული სწავლების და სოციალური პროექტის განხილვა იყო ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი.დეტალურად განვიხილეთ ამ მეთოდის მნიშვნელობა.
პროექტზე დაფუძნებული მეთოდით სწავლა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მოახდინონ კავშირის დამყარება ნასწავლ შინაარსსა და მის გამოყენებას შორის. პროექტ-გაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად მონაწილეობენ პრობლემის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. სასურველია მის შექმნაში თავად მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. სოციალური პროექტები მიმართულია გარემოს გაუმჯობესების, კონკრეტულ სოციუმში რეალური სოციალური საჭიროების შესწავლისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ (არსებულ პრობლემათა პრევენციის/მინიმიზაციისკენ), რის საბოლოო მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. სასწავლო პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინტერაქტიული მეთოდია, რომელიც მრავალმხრივ სამუშაოში მოსწავლეთა მაღალ თანამშრომლობით ჩართულობას მოითხოვს. პროექტული სწავლების გზით მოსწავლეებს შეუძლიათ კვლევითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებს,ასევე საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობაც.
აღნიშნულ შეხვედაში მონაწილეობით მიღებული სარგებელის როლი- მსგავსი შეხვედრებით მე გავიღრმავე ცოდნა. მოვიძიე სხვადასხვა სახის რესურსი,წარვუდგინე power point-ში პრეზენტაცია, დავიხმარე ინტერნეტსაშუალებები. ინფორმაცია წარმოვადგინე თვალსაჩინო რესურსის სახით. ის საინტერესო აღმოჩნდა ჩემი კოლეგებისთვის.ჩემში განმტკიცდა: ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. გავხდი უფრო თავდაჯერებული. მართალია იყო ტექნიკური პრობლემები-პროექტორის გაუმართაობა,მაგრამ შეხვედრა ეფექტურად წარიმართა.
შეხვედრაზე მიღებული გამოცდილების გამოიყენება მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად. ამ შეხვედრების საფუძველზე განმტკიცებული ინფორმაციით მეტ ყურადღებას დავუთმობ მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდასა და ჩართულობას. ისეთი აქტივობების გამოყენებს რაც ინტერესს გაზრდის მოსწავლეთა მხრიდან. ვიქნები აქტიური მსმენელი და მრჩეველი ჩემი მოსწავლეებისთვის .
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება
სამუშაო შეხვედრა: 03.10. 2022 წელი
მე, --------- ------------, გავიარე კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი იყო სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაზალეთის საჯარო
სკოლის ინგლისური ენისა და
ლიტერატურის სპეციალისტი, წამყვანობის კანდიდატი _
ოლია ბეკოშვილი
შეხვედრის ზოგადი
მიზნები: სოციალური პროექტი და პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება.რა ძირითადი მახასიათებლებით
გამოირჩევა პროექტებით სწავლება და ასევე ჩვეულებრივი პროექტი?პროექტის თეორიული ცოდნის
გაღრმავება და გეგმის დაწერა.
სამუშაო შეხვედრის გეგმა:
ü
განსახილველი თემის გაცნობა;
ü
თემის პრეზენტაცია - ოლია ბეკოშვილი;
ü
მსჯელობა, კითხვა - პასუხი განსახილველი თემის ირგვლივ;
ü
სხვა პრობლემური საკითხების მოკლე მიმოხილვა და
მომავალი შეხვედრის დაგეგმვა;
ü
შეჯამება;
ü
შეხვედრის შეფასება;
შეხვედრაზე
განვიხილეთ ის რიგი ფაქტორები, რაც თან ახლავს პროექტებით სწავლებას. ვრცლად ვისაუბრეთ
სოციალურ პროექტზე და პროექტზე დაუძნებულ სწავლებაზე.ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა
სახის გამოწვევბს შეიძლება გადავაწყდეთ პროექტებით სწავლებისას. განვიხილეთ დეტალურად
პროექტის აქტუალობა და ვისაუბრეთ მისი გამოყენების მნიშვნელობაზე.შეხვედრის ორგანიზატორმა
ოლია ბეკოშვილმა აგვიხსნა,რატომ არის მისი გამოყენება ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესში.უკეთ გავერკვიეთ პროექტის მონახაზის შედგენასა და დაგეგმვაში.შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო და წარმოვადგინეთ პროექტების
გეგმები.ერთმანეთს მივაწოდეთ უკუკავშირი.
ბოლოს შვაჯამეთ შეხვედრა,
ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, შევაფასეთ განხილული საკითხები. მივიჩნევთ,
რომ მიღებული ცოდნა მეტად
მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ხელმოწერა:
No comments:
Post a Comment