სასწავლო ექსკურსიის წერილობითი ანგარიში
კლასგარეშე მუშაობა ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და ფორმირებას.ის შეიძლება გავხადოთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო წყაროდ, რადგან იქმნება ისეთი პირობები, რომლის დროსაც უკეთ შეიძლება დავინახოთ მოსწავლის ინდივიდუალური თვისებები, შინაგანი სამყარო. კლასგარეშე მუშაობის ერთ-ერთი ფორმაა სასწავლო ექსკურსია.
ნებისმიერი ექსკურსია აძლევს ადამიანს ახალ ცოდნას ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ისტორიულ მოვლენებზე, ე.ი. წარმოადგენს სწავლის პროცესის ნაწილს. ურთიერთობა მასწავლებელთან, მისი რეკომენდაციები, შენიშვნები ახდენენ აღმზრდელობით ზეგავლენას მოსწავლეებზე. თვით შესასწავლი მასალა ზნეობრივად და ესთეტიკურად მოქმედებს ბავშვების ცნობიერებაზე. აქედან გამომდინარე, ექსკურსია ხდება პედაგოგიური პროცესის ნაწილი, რომელიც იღებს თავის თავზე ადამიანის განათლებისა და აღზრდის ფუნქციებს, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებას.
სასწავლო ექსკურსია ,, საგურამო-ილია ჭავჭავაძის
სახლ-მუზეუმი,შიო-მღვიმის მონასტერი’’ბაზალეთის საჯარო სკოლაში V კლასის მოსწავლეების მიერ დაიგეგმა 2022 წლის 17 ივნისს. ასურელი მამების ცხოვრების
გაცნობის შემდეგ სურვილმა გადაგვაწყვეტინა, გაგვეხორციელებინა
აღნიშნული სასწავლო ექსკურსია და მოპოვებული ინფორმაციები, გადაღებული
ფოტო-მასალები გაგვეზიარებინა როგორც უფროსებისთვის, ასევე თანატოლებისთვის.
მოსწავლეებმა ჩემთან ერთად დაგეგმეს
და განახორციელეს შემდეგი აქტივობები:
სასწავლო-შემეცნებით ვიზიტამდე
აქტივობა 1- რელიეფის შესწავლა (25.05.2022)
მოსწავლეებმა გასვლამდე რუკაზე დაადგინეს რელიეფი.
აქტივობა 2- ინფორმაციების მოძიება და პრეზენტაცია (27.05-03.06.2022)
ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ინტერნეტში
ეძებდნენ მასალებს ილია ჭავჭავაძის საგურამოს
სახლ-მუზეუმის,შიო-მღვიმელის შესახებ. გაინაწილეს დავალებები.
პირველი ჯგუფი მუშაობდა შიო-მღვილელის ისტორიულ
ცნობებზე.
მეორე ჯგუფი-ილია ჭავჭავაძის საგურამოს შესახებ.
მესამე ჯგუფი-ფოტომასალის მოპოვებაზე.
თითოეული ჯგუფი გაწერილ დროს აკეთებდა პრეზენტაციას
და უზიარებდნენ ერთმანეთს.
აქტივობა 3- აუცილებელი ნივთების
ნუსხის დადგენა (06.06.2022)
მოსწავლეები გავაფრთხილე იმ აუცილებელი
ნივთების შესახებ, რომლებიც დასჭირდებოდათ ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ ან
ექსკურსიის შემდეგ. მათ განსაზღვრეს აუცილებელი ნივთების ნუსხა.
აქტივობა
4- (08.06.2022)
მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით
დაადგინეს მიმართულებისა და საწვავის ხარჯები.
აქტივობა
5- (10.06.2022)
მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს
ექსკურსიის განრიგი, რომელიც დაეხმარებათ დროითი გეგმის შედგენის უნარების
განვითარებას.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს
აქტივობა
6- ექსკურსია (17.06.2022)
ილია ჭავჭავაძის საგურამოს
სახლ-მუზეუმში და შიო-მღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა გადაიღეს
უამრავი ფოტო.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ
აქტივობა 7-რეფლექსია (18.06.2022)
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის
დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვიხილე შედეგები-რა ნახეს ან მოისმინეს,
რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია. დავგეგმეთ მომდევნო სავარაუდო
ვიზიტები.
აქტივობების
განხორციელების ვადები
N |
ეტაპები |
ვადები/დაწყება |
დამთავრება |
1 |
რელიეფის შესწავლა |
25.05.2022 |
|
2 |
ინფორმაციების მოძიება და პრეზენტაცია |
27.05.2014 |
03.06.2022 |
|
აუცილებელი ნივთების ნუსხის დადგენა |
06.06.2022 |
|
4 |
მიმართულებისა და საწვავის ხარჯების დადგენა |
08.06.2022 |
|
5 |
ექსკურსიის განრიგის ჩამოყალიბება |
10.06.2022 |
|
6 |
ექსკურსია |
17.06.2022 |
|
7 |
რეფლექსია |
18.06.2022 |
ექსკურსიის
განრიგი
დროის
დაგეგმვა
დრო |
აქტივობები |
08.00 |
შეკრება სკოლასთან |
08.15 |
ავტობუსის გასვლა |
08.15-09.45 |
გზა ბაზალეთიდან საგურამომდე |
09.45-13.00 |
საგურამოდან შიო-მღვიმის მონასტრამდე |
13.00-15.00 |
საექსკურსიო აქტივობების განხორციელება |
15.00 |
სადილი |
15.35-17.00 |
თავისუფალი დრო |
17.00-17.30 |
დაბრუნება უკან |
No comments:
Post a Comment