მკითხველთა კლუბი-,,კითხვის სამყაროში’’-
,,In the world of the reading’’
სლოგანი -„კითხვა ტვინის
საზრდოა“
,,reading is brain
food’’
ლოგო
კლუბის წესდება
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო
სკოლის კლუბ „კითხვის სამყაროში“ წესდება
1. კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის განმავლობაში
2.კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო და სლოგანი
3.კლუბის იურიდიული მისამართი: მცხეთა მთიანეთი, სსიპ
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა.
1.კლუბის მიზნები
1.1 მოსწავლეებში
წიგნიერების დონის ამაღლება,თვალსაწიერის გაფართოება,უცხო ენის სწავლის დონის გაზრდა,
1.2 ინგლისური
ენის კულტურის,ლიტერატურის გაცნობა.
1.3 მოსწავლეთა
პრეზენტაციის და კითხვის უნარების გამოვლენა, ჩამოყალიბება და განვითარება;
1.4 ინგლისური
ენის ლექსიკური ფონდის გამდიდრება;
1.5 მოსწავლეებში
შემოქმედებითი უნარების განვითარება.
კლუბში გაწევრიანება
და წევრობის შეწყვეტა
1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო
საფეხურის(მე-8 და მე-9 კლასის)მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით.
4.კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს
მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
5.კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
7. კლუბის
დამფუძნებელი და კლუბში
შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ
თანაბარი უფლებებით
8. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ) კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;
9. კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული.
კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
1.კლუბს შეიძლება ჰყავდეს ერთი კურატორი
( მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
წახლისების მექანიზმი:
მოსწავლე კლუბში აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის მიიღებს:
1.სიგელს შესაბამისი აქტივობისთვის;
2.მადლობის წერილს მშობელთან;
კლუბის მუშაობა
1.კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ,ორშაბათობით,გაკვეთილების
შემდეგ, ერთი აკადემიური საათი, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
2. კლუბის საქმიანობა გრძელდება 2022 წლის 3 ოქტომბრიდან 2023 წლის 12 ივნისის ჩათვლით; კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმით;
3. კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ
ქსელში სკოლის გვერდზე
ან ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
3.1. კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
3.2. კლუბის წესდება, მისი დაარსების იდეა და მიზნები;
3.3. კლუბის სამუშაო გეგმა;
3.4. განაცხადის ფორმა კლუბში
გაწევრიანების მსურველთათვის;
3.5. საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო
მასალა/შესაბამისი ბმული;
4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები:
4.1.ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხვებზე;
4.2.ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
4.3.უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით;
4.4.წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა
(მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა:ინდივიდუალური ,ჯგუფური ,დისკუსია
მშობლების საყურადღებოდ
ძვირფასო მშობლებო!
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის
საჯარო სკოლაში, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებას იწყებს ინგლისური ენის კლუბი "კითხვის სამყაროში". გთხოვთ გაეცნოთ კლუბის წესდებას, მუშაობის გეგმას და განრიგს.
თუ თქვენ თანახმა ბრძანდებით, რომ თქვენმა შვილმა მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, განცხადების ფორმის შესავსებად მიმართეთ კლუბის კურატორს - ინგლისური ენის მასწავლებელს ოლია ბეკოშვილს.
გაცნობებთ, რომ კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტო/აუდიო მასალა პერიოდულად საჭიროა განვათავსოთ ამავე ბლოგზე. თუ თქვენ თანახმა ბრძანდებით, თქვენი შვილების ფოტოების ინტერნეტში გამოქვეყნებაზე, თანხმობა უნდა დაგვიდასტუროთ წერილობით, კლუბის კურატორთან.
კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
კლუბში
გაწევრიანება
Ø კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
Ø სამიზნე ჯგუფი VIII-IX კლასი.
Ø მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის
Ø კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და
შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა.
Ø კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი
პედაგოგისა და კათედრის პედაგოგის მიერ.
Ø კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს
ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.
Ø კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს
კლუბის ყველა საქმიანობაში.
Ø კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების
საფუძველზე ან როდესაც ის დაარღვევს კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე
პუნქტს.
განაცხადის ფორმა კლუბში
გაწევრიანების მსურველთათვის
სსიპ
დუშეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ
ბაზალეთის საჯარო
სკოლის
კლუბ „კითხვის სამყაროში“-ს
კურატორ
ოლია ბეკოშვილს
ამავე სკოლის _ _ კლასის მოსწავლის
-------------------------------------------------------
მშობლის
-------------------------------------------
ტელეფონი
----------------------------------------
გ ა ნ ა
ც ხ ა დ ი
გავეცანი კლუბის
წესდებას. გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ დუშეთის
მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის _ _ კლასის
მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ კლუბ
„კითხვის სამყაროში“.
პატივისცემით, თარიღი:
განაცხადის ფორმა
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბაზალეთის საჯარო
სკოლის კლუბ „კითხვის სამყაროში“
კურატორ ოლია ბეკოშვილს
ამავე სკოლის
__ მოსწავლის
-------------------------------------------------------
ტელეფონი ----------------------------------------
გ ა ნ ა
ც ხ ა დ ი
გავეცანი კლუბის
წესდებას. სურვილი მაქვს გავხდე კლუბ "კითხვის სამყაროში" წევრი და ჩავერთა მის საქმიანობაში.
თანახმა ვარ, მომენიჭოს და
დამეკისროს კლუბის წესდებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა.
განმცხ:
თარიღი
კლუბის
სამუშაო გეგმა
|
|||
შეხვედრის თარიღი |
განსახორციელებელი ღონისძიება |
|
|
03.10 |
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება. კლუბის
წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე.
კლუბისთვის სახელწოდების, სლოგანისა და
ლოგოს შერჩევა. კლუბის წესდებისა და
სამუშაო გეგმის გაცნობა დამტკიცება.
ლიდერი მოსწავლის არჩევა. |
|
|
10.10 |
Mtskhetoba |
|
|
17.10 |
ინგლისელი მწერლის გაცნობა:ოსკარ ვაილდი.
|
|
|
25.10 |
ოსკარ უაილდი-ზღაპრები The happy prince |
|
|
31.10 |
ოსკარ
უაილდი-ზღაპრები The happy
prince |
|
|
07.11 |
ოსკარ უაილდი-ზღაპრები The nightingale and
the rose |
|
|
14.11 |
ოსკარ უაილდი-ზღაპრები The nightingale and
the rose |
|
|
21.11 |
George’s day |
|
|
28.11 |
ოსკარ უაილდი-ზღაპრები The selfish giant |
|
|
05.12 |
ოსკარ უაილდი-ზღაპრები The selfish giant |
|
|
12.12 |
New year in the
world |
|
|
19.12 |
Oscar wilde-fairy
tales The devoted friend
|
|
|
26.12 |
Oscar wilde-fairy
tales The devoted friend
|
|
|
16.01 |
Winter’s holiday
|
|
|
23.01 |
Student’s in the
world |
|
|
30.01 |
Oscar wilde-fairy
tales The remarckable
rocket
|
|
|
6.02 |
Oscar wilde-fairy
tales The remarckable
rocket |
|
|
13.02 |
Oscar wilde-fairy
tales The star-child |
|
|
20.02 |
Oscar wilde-fairy
tales The star-child
|
|
|
27.02 |
Mother’s day
|
|
|
20.03 |
Oscar wilde-fary
tales The birthday of
infanta |
|
|
27.03 |
Oscar wilde-fary
tales The birthday of
infanta |
|
|
3.04 |
Oscar wilde The younf king |
|
|
10.04 |
Great easter
holiday |
|
|
24.04 |
Oscar wilde The fisherman and
the soul |
|
|
1.05 |
Oscar wilde The fisherman and
the soul |
|
|
8.05 |
Spring-the holiday |
|
|
15.05 |
Sight’s of the
world |
|
|
22.05 |
Poverty among
children |
|
|
29.05 |
International
children”s day |
|
|
5.06 |
Summer holiday |
|
|
12.06 |
წლის ბოლოს კლუბის მუშაობის შეჯამება |
|
|
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები უცხო ენის კლუბში მუშაობის შედეგად გამოავლენენ და განამტკიცებენ უცხო ენის სწორად მეტყველების უნარებს, განუვითარდებათ კითხვის, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევებს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
10.10.2022-მცხეთობის დღესასწაული
მოსწავლეებმა
მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოიძიეს ინგლისურად ინფორმაცია,რომელიც
კლუბის მუშაობის დროს წარმოადგინეს,ასევე შექმნეს საინფორმაციო პლაკატი თავისი
ხელით.
No comments:
Post a Comment