პროექტი
პროექტის სახელწოდება:, „სუფთა სკოლა, გადავარჩინოთ ხეები’’.
პროექტის აქტუალობა: პროექტი ეხება სკოლის დასუფთავებას
და მაკულატურის შეგროვებას.
გარემოს დაცვა მთელ მსოფლიოში
აქტუალური პრობლემაა, ამიტომ ჩვენს მოსწავლეებსა და შთამომავლობას სჭირდებათ
ჯანსაღი გარემო და უსაფრთხო მომავალი. პროექტის
განხორციელებისას მონაწილეები გაეცნობიან და გაიაზრებენ იმ საფრთხეებს, რასაც
იწვევს დაბინძურებული გარემო. სკოლის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, თუ რა ღონისძიებები
უნდა გატარდეს გარემოს დასაცავად და მაკულატურის შესაგროვებლად.
პროექტში მონაწილენი: სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაზალეთის სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, თემი.
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა
:ერთი სასწავლო წელი
პროექტის მიზნები:
მოსწავლეთა
ინფორმირება მაკულატურის
გადამუშავების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ და გააცნობიერონ თუ
რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას. ხეების არსებობასა და მოვლას. მაკულატურის მოგროვების
და წიგნებზე გადაცვლის შედეგად მიიღებენ ახალ წიგნებს ბიბლიოთეკის გამრავალფეროვნებისთვის.
მათ გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კრიტიკული უნარ-ჩვევები.
ზოგადი განათლების ეროვნული
მიზანი:
Ø იყოს კანონმორჩილი, განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო
კომპეტენციები.
Ø ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
Ø კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
პროექტის ამოცანები:
1.მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან ერთად დაიგეგმოს შეხვედრები
და განხორციელდეს პროექტის გაცნობა;
2.რესურსების მოძიება და ორგანიზება;
3.გამოიყოს ფართი და და მოეწყოს საჭიროებისამებრ;
4.საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად ბუკლეტების დამზადება;
5.სკოლის ტერიტორიების დასუფთავების მოხალისე ჯგუფების შექმნა;
6.დასუფთავების
დაგეგმვა და განხორციელება;
7.მონიტორინგი და შეფასება.
ამოცანების განსახორციელბლად
საჭირო საქმიანობები:
აქტივობა 1.მოსწავლეებს ვესაუბრეთ გარემოს დაცვაზე და ნერგების
მოვლა-გაფრთხილებაზე. ავუხსენით, რომ პირობითად 1 კილოგრამი ქაღალდის მისაღებად საჭიროა
ერთი ნერგი ხე, რომლის მოჭრის შედეგადაც ჰაერი ბინძურდება და აღარ გამოიყოფა საკმარისი
რაოდენობის ჟანგბადი, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია. ჟანგბადით მდიდარი ჰაერი კი ჩვენი
ჯანმრთელობის საწინდარია.
შევთავაზეთ მთელი სკოლის დათვალიერება და ქაღალდების
მოგროვება, ასევე დასრულებული და გამოყენებული რვეულების მოგროვება. დავავალეთ დააკვირდნენ
საკლასო ოთახებს და გაუწიონ მონიტორინგი.
-როგორი გარემოა სკოლის ტერიტორიაზე.
-სად მიგაქვთ ქაღალდი და გამოყენებული რვეულები,რომელიც
აღარ გჭირდებათ
აქტივობა 2.
დისკუსია წარვმართეთ შემდეგ კითხვებზე:
რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ადამიანებისთვის?
რა ზიანი მოაქვს ქაღალდების გადაყრას?
რა ზიანი მოაქვს ხეების მოჭრას?
არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ქაღალდების
გადაყრა?
პირადად რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებს დავავალეთ საინფორმაციო
ბუკლეტების შექმნა.
აქტივობა 3
მოვაწყეთ ფართი და ორგანიზება გავუკეთეთ საჭიროებისამებრ.მოსწავლეებმა
დაურიგეს სკოლის სხვა კლასის ბავშვებს ბუკლეტები, გამართეს მათთან მცირე დისკუსია და
აუხსნეს, რომ მაკულატურის მოგროვებით დაიცავენ სისუთავეს სკოლის ტერიტორიაზე. შემდეგ
ამ მაკულატურას გადაცვლიან წიგნებზე.
აქტივობა 4
მოსწავლეებმა შექმნილი პლაკატები გააკრეს ,როგორც სკოლის
მიმდებარე ტერიტორიაზე,ისე სკოლის გარეთ. ამ ფორმით მათ შეძლეს საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ,
თუ როგორ უნდა დაიცვან გარემო, გადაარჩინონ
ნერგები და მიიღონ სარგებელი ახალი წიგნების სახით, რომ შემატონ ახალი წიგნები სკოლის
მწირ ბიბლიოთეკას.
აქტივობა 5
მოგროვებული მაკულატურის ჩაბარება, სანაცვლოდ წიგნების
მოტანა სკოლაში და განთავსება საჭირო ადგილას.
ხელისშემშლელი ფაქტორები:
ურთიერთობა თემთან,ინტერნეტი
პროექტის შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით,შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას,საკუთარი აზრის არგუმენტირებას
და სხვისი აზრის პატივისცემას.ასევე მოსწავლეები მიიღებენ განახლებულ წიგნებს
პროექტის ხელმძღვანელები: ოლია ბეკოშვილი,ნინო ახალაშვილი,მადონა მარიცაშვილი
ბიუჯეტი: სკოლის ბაზა
პროექტის ვებ გვერდი- სკოლის გვერდი
მოსალოდნელი შედეგი:
ü მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კვლევის, ანალიზისა და შეფასების
უნარს;
ü ხელი შეეწყობა
სკოლაში პროექტსა
და პრობლემაზე
დაფუძნებულ სწავლებას;
ü სკოლის ტერიტორიის სისუფთავე;
ü მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა სკოლის
შიდა ცხოვრების ფორმირებაში;
ü პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა
პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე.
პროექტის განხორციელების პროცესში მონიტორინგს აწარმოებენ
მასწავლებლები.
სამუშაო გეგმა
No |
საპროექტო საქმიანობა |
ვადები/თარიღი |
1 |
ინფორმაციის გაცნობა.მინი ლექცია |
06.10.2022 |
2 |
მცირე დისკუსია. |
10.06.2022 |
3 |
ფართის ორგანიზება
საჭიროებისამებრ. |
11.10.2022-13.10.2022 |
4 |
ბუკლეტების შექმნა |
13.10.2022-17.10.2022 |
5 |
ბუკლეტების დარიგება |
18.10.2022 |
6 |
პლაკატის შექმნა და
გაკვრა |
19.10.2022-24.10.2022 |
7 |
მაკულატურის მოგროვება |
11.10.2022-19.05.2023 |
8 |
მაკულატურის ჩაბარება
და წიგნებში გადაცვლა |
03.06.2023 |
შეფასება
პროექტის მონიტორინგი
პროექტის მონიტორინგისათვის
საჭირო საქმიანობები:
შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობას თავს
პროექტის განხორციელების
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი |
კომენტარი |
იყვნენ თუ არა მოსწავლეები
მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია |
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში
პასიური მონაწილეები და რა იყო მათი ამის
მიზეზი |
|
No comments:
Post a Comment